avangard

მოითხოვე ზარი

×

საყურადღებო ინფორმაცია სამშენებლო კომპანია ავანგარდთან ნასყიდობის (ან/და წინარე ნასყიდობის) ხელშეკრულების გაფორმებისა და ანგარიშსწორების შესახებ:

1. აპარტამენტების ნასყიდობის (ან/და წინარე ნასყიდობის) ხელშეკრულების შედგენა ერთმნიშვნელოვნად ხდება სამშენებლო კომპანია ავანგარდის ცენტრალური ოფისის იურიდიულ განყოფილებაში, ქ. ბათუმში..

2. ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე შეტყობინება ეგზავნება მყიდველს ელექტრონულ ფოსტაზე. აღნიშნული შეტყობინება წარმოადგენს ოფიციალურ დადასტურებას კომპანიის რეესტრშიდოკუმენის რეგისტრაციის შესახებ. მხოლოდ ამ შეტყობინების მიღების შემდეგ ითვლება ხელშეკრულება გაფორმებულად.

უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, , ნასყიდობის (ან/და წინარე ნასყიდობის) ხელშეკრულების გაფორმების პროცესში მყიდველის მიერ კომპანიისთვის წარმოდგენილ ელექტრონულ ფოსტაზე იგზავნება ორი შეტყობინება. ეს სავალდებულო პირობაა, სამშენებლო კომპანია ავანგარდთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას.

პირველ შეტყობინება მყიდველს ეგზავნება სამშენებლო კომპანია ავანგარდის ცენტრალური ოფისის იურიდიულ მიერ გასაფორმებელი ხელშეკრულების მომზადების შემდეგ, ხელშეკრულებას გააჩნია უნიკალური კოდი. აღნიშნულ შეტყობინებაში მოცემული იქნება შემდეგი ინფორმაცია: „ხელშეკრულება № ___ შედგენილია და ელოდება თქვენს ხელმოწერას". საჭიროა ხელშეკრულების დაბეჭდვა და ხელმოწერა თითოეულ გვერდზე, სკანირება და გაგზავნა იურიდიული განყოფილების მისამართით: contact@avangardbatumi.com

მეორე შეტყობინება მყიდველს ეგზავნება მას შემდეგ, რაც იურიდიული დეპარტამენტი მყიდველის მხრიდან ხელმოწერილ ხელშეკრულებას მიიღებს . აღნიშნულ შეტყობინებაში მოცემული იქნება შემდეგი ინფორმაცია: „ხელშეკრულება № ___ სამშენებლო კომპანია ავანგარდის იურიდიულმა დეპარტამენტმა მიიღი და დაარეგისტრირა თქვენი ხელშეკრულბა დოკუმენტების აღრიცხვის სისტემაში", აგრეთვე ხელშეკრულების თანდართული ფაილი pdf ფორმატით კომპანიის ბეჭდით და ხელმოწერით თითოეულ გვერდზე.

გაითვალისწინეთ, რომ შეტყობინებები ხელშეკრულების მომზადებისა და რეგისტრაციის შესახებ კომპანიის მხრიდან გამოგზავნილი იქნება მხოლოდ მისამართიდან: contact@avangardbatumi.com

3. ხელშეკრულებით გათვალისწინბებული თანხა გადახდილად ჩაითვლება, მას შემდეგ რაც თანხა ჩაირიცხება ხელშეკრულებაში მითითებულ კომპანიის საბანკო ანგარიშზე, გადარიცხვის ან ბანკის სალაროდან თანხის კომპანიის ანგარიშზე შეტანის გზით.

4. ოფიციალური შეტყობინება, რომელიც ადასტურებს თანხის გადახდას, მყიდველის ელექტრონულ ფოსტაზე შესაძლოა გაგზავნილი იქნას მხოლოდ კომპანია სამშენებლო კომპანია ავანგარდის ცენტრალური ოფისის ფინანსური განყოფილების მიერ, მისამართიდან finance@avangardbatumi.com

5. სამშენებლო კომპანია ავანგარდი იღებს სრულ პასუხისმგებლობას მხოლოდ წინამდებარე პროცედურის დაცვით გაფორმებულ ხელშეკრულებებზე.

თუ თქვენ გაგიჩნდათ რაიმე შეკითხვა ხელშეკრულების გაფორმების პროცედურებზე ან ფინანსურ საკითხებზე, მიმართეთ ცენტრალურ ოფისს ტელეფონის ნომრებზე:

იურიდიული განყოფილება: +995 32 2000 500 ან მოგვწერეთ წერილი თქვენი შეკითხვით მისამართზე:

იურიდიული განყოფილება: contact@avangardbatumi.com ფინანსური განყოფილება: finance@avangardbatumi.com

გადმოწერე ხელშეკრულება მშენებლობის სანებართვო მოწმობა