avangard

Request a call

×
რეცეფცია ჩვენს კონპლექსს ექნება ისეთივე ფუნქციის მქონე რეცეფცია, როგორსაც სტუმრებს საერთაშორისო დონის სასტუმროები სთავაზობს. მისაღები სივრცის თანამშრომელი დახვდება თქვენს სტუმრებს, დაიტოვებს ბარგს, ჩაიბარებს კურიერის მოტანილ ამანათს, უპასუხებს თქვენს სატელეფონო ზარებს და დაგეხმარებათ ნებისმიერი საყოფაცხოვრებო თუ ყოველდღიური საკითხის მოგვარებაში.
რუმ-სერვისი საუზმე, რომელსაც თქვენთვის შეფ-მზარეული მოამზადებს, შეკვეთიდან რამდენიმე წუთში თქვენს აპარტამენტში აღმოჩნდება. აპარტამენტების მფლობელები ისარგებლებენ რუმსერვისის ყველაუპირატესობით
დალაგება ჩვენი კომპლექსის იერსახის შესანარჩუნებლად და მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად აუცილებელია მიმდებარე ტერიტორიის ყოველდღიური მოვლა და დალაგება, ამ ტიპის თანამედროვე სერვისს ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს
კონსიერჟი 24 საათის განმავლობაში ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის მომსახურებას: სხვადასხვა მნიშვნელოვანი თუ გასართობი ღონისძიებების შესახებ ინფორმირება, ჯავშნების უზრუნველყოფა, კომუნალური გადასახადების გადახდა და ა.შ.
ვიდეოკონტროლი ჭკვიანი ტექნოლოგიების დახმარებით ჩვენი პროექტი უზრუნველყოფს მაცხოვრებლებისა და სტუმრების კომფორტულ და უსაფრთხო ცხოვრებას. ტერიტორიაზე დამონტაჟებულია ვიდეომეთვალყურეობის სისტემა, რომელიც შიდა და გარე სივრცეს დღე-ღამის განმავლობაში უწყვეტად აკონტოლებს.
ტექნიკური მხარდაჭერა როცა სახლში რაღაც ზიანდება, ყველაზე რთული საჭირო ხელოსნის მოძებნაა. ტექნიკური ჯგუფი, რომელიც მუდამ ობიექტზეა, ამ პრობლემას რამდენიმე წუთში გადაჭრის. სანტექნიკოსები, ელექტრიკოსები, კანალიზატორები, ხელოსნები და სხვა სპეციალისტები 24 საათის განმავლობაში თქვენთვის მუშაობენ.